"კვარამ" და პოლიტანომ მეორე ტაიმში მოუმატეს და გამოსავალიც ვიპოვეთ" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"რა შეგრძნებაა, რომ ისტორია დავწერეთ? ნამდვილად შესანიშნავია და გულშემატკივრებთან ერთად ყველანი აღფრთოვანებული ვართ. ახლა აუცილებელია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და საქმისადმი ჩვენი მიდგომა არ შევცვალოთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ის ხარისხი, როგორსაც ქომაგებს ხშირად ვთავაზობთ, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ.

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ნაპოლი" ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია? ამით არ ვამაყობ, ამ ხერხით მეტოქე შენზე ზეწოლას ახდენს.

რაც შეეხება
ოსიმენს, ვიქტორი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, გვიხარია, რომ ასეთ წარმატებულ სეზონს ატარებს.

მეტოქე პირველ ტაიმში მჭიდროდ გვეთამაშებოდა, ამიტომ თავდაპირველად გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში "კვარამ" და პოლიტანომ მოუმატეს და მეტი გამოსავალიც ვიპოვეთ", - განაცხადა სპალეტიმ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.

altოსიმენის ნახტომმა თანაგუნდელი შოკში ჩააგდო [PHOTO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
კომენტარი გელას:არ ხარ მართალი,ჰოლანდიც ვინიც მბაპეც ნეიმარიც მესიც და ყველა ვინც გინდა დამისახელე,აქვთ ისეთი მატჩები, როდესაც არამც თუ გოლი, არამედ თამაშის დროს დაკარგულან,ნებისმიერს აქვს თამაში, როდესაც მშრალი გამოსულა
ზაზა
16:03 16-03-2023
0
მხოლოდ შემდეგს ვიტყოდი/ვურჩევდი ხვიჩას.

მგონი კვარამ უნდა მოუმატოს მეორე სართულზე და დაცვაში მეტი სრულყოფილებისთვის. 10-დან 9-ს აგებს ბურთისთვის ბრძოლას.

თავდასხმას რაც შეეხება, მგონი მანდ არაფერი საკამათო არაა. გუშინ მართალია არ გაუტანია, მაგრამ კაი თამაში ჩაატარა საბოლოო ჯამში. მოწინააღმდეგის დაცვა დიდ ყურადღებას აქცევს და ეგ ბევრ სივრცეს უქმნის სხვებს და ზუსტი პასებით კარგად იყენებს ამ უპირატესობას.

mgoni
13:54 16-03-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული