ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
ფინალი??? ნაპოლი-რეალი.მე ესე მინდა!!!!!!
კობა
18 მარტი 2023 10:43
0
დავი!!!
pablo
21 მარტი 2023 20:42
0
ამ სეზონზე ნაპოლის საქმე ისე აეწყო, მგონი ნეაპოლის მთავარი ქალღმერთი, წმინდა იანუარისიც მაგრა გვერდში უდგას და სულაც არ გამიკვირდება, ნაპოლის ორივე სარბიელზე გამარჯვება.
მალხაზ ჯობავა
18 მარტი 2023 10:23
1
მალხაზ, მკრეხელობით ყისმათს ნუ შეუტრიალებ ნაპოლის.
წმინდა იანუარი მამაკაცი იყო
21 მარტი 2023 13:20
0
სიტი ნაპოლი მინდა ფინალში!!! კვარამ რომ დაანახოს ჰალანდს მეფე ვინ არის!!!
anzori
18 მარტი 2023 10:14
1
ოღონდაც ნაპოლიმ მოიგოს ლიგა და მეფობაც და დედოფლობაც ჰოლანდისთვის და ლეაოსთვის დამითმია
ALONZO
18 მარტი 2023 14:04
0
მილანთან უნდა გაიბრწყინოს ხვიჩამ, ისე როგორც ატალანტასთან, ძალიან რთული მეტოქეა ლიგაზე მილანი, მართალია სპალეტი
123
18 მარტი 2023 09:58
0
ბავშობიდან მილანს და რეალს ვბალეშიკობ მილანს იმიტომ რომ კალაძე თამაშობდა და მაშინ თან დაემთხვა ისე რომ უძლიერესი გუნდი ყავდა მილანს მაგ დროს. და რეალს იმიტომ რომ ზიდანი თამაშობდა ვინც ბავშობაში შემაყვარა ფეხბურთი და ჩემთვის დღესაც ნომერ პირველია.
მაგრამ ეხლა ნაპოლს ვბალეშიკობ და ძაან მინდა მილანსაც მოუგოს და რეალსაც ხვიჩას გამო იმიტომ რომ ქართველებს გვყავდეს ძაან მაგარი ფეხბურთელი წარმატებული და ტიტულოვანი რომელიც ნაკრებსაც გაიყვანს დიდ ასპარეზზე პირველი ჩემთვის საქართველოს ნაკრებია
კვარა
18 მარტი 2023 08:03
0
finali iqneba napoli siti chemi azrit
Daviti
18 მარტი 2023 07:58
1
მილანის ქართველი გულშემატკივრების ბაქიბუქს საზღვარი არ აქვს.

მოდი ახლა მწარე რეალობას დაგიწერთ.

მილანს ისეთი კალენდარი აქვს ვერ გაქაჩავენ 2 ფრონტზე, ამას ისიც დაემატება ნაპოლი ისე გატენის ფსიქოლოგიურად მოიშლებიან და სერია ა-ს 4-შიც ვერ მოხვდებიან. ესაა რეალობა. თუარადა დაველოდოთ

სერია ა-ს ოთხეული ასეთი იქნება: ნაპოლი, ინტერი, ლაციო, ატალანტა.

ლიგის ფინალი: ნაპოლი - რეალი
დათო
18 მარტი 2023 04:04
1
სტამბოლში თამაშის ბილეთები როგორ შევუკვეთოთ ვინმემ იცის?
ვაჟა მასწავლებელი
18 მარტი 2023 02:41
6
Mymarket.ge ზე იყიდება ))
მეგრელი
18 მარტი 2023 11:36
0
ფინალი იქნება ბაიერნი მილანი
კანი
18 მარტი 2023 00:10
19
ნაპოლი გადის ფინალში,იქ კი რაც მოხდება ეგ ხვიჩაზე და ოსიმენზე არის დამოკიდებული,მჯერა რომ ივაჟკაცებენ,ღმერთმა ხელი მოუმართოთ!!!
ზაზა
17 მარტი 2023 23:20
3

სიახლეები პოპულარული