უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ბენფიკასთან" გამოვარდნის შემთხვევაში, ინძაგის გადააყენებენ

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, თუ "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბენფიკას" ბარიერს ვერ დაძლევს, გუნდის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის გადააყენებენ.

მოგეხსენებათ, ლისაბონში მილანელებმა პირველ მატჩში 2:0 იმარჯვეს და აშკარა ფავორიტები არიან.

სამაგიეროდ, გუნდს საშინაო სარბიელზე მისდის საქმე ცუდად და ზედიზედ სამი საშინაო მატჩი დათმო, თანაც ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა და ეს "ნერაძურის" ანტირეკორდია.

ინძაგის მიზნად ოთხეულში შესვლა დაუსახეს.