უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ვინც კი მინახავს, მათ შორის ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია" - ანრიმ დე ბრუინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ "სიტის" ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

როგორც იცით, ბელგიელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალს" გამთანაბრებელი ულამაზესი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა თქვა:

"დე ბრუინმა "რეალის" კარში თავისი გოლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ როგორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

კევინს საუკეთესო ტვინი აქვს ყველა მოთამაშეს შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. ის ყველაზე ჭკვიანია. აზროვნების მხრივ მას არავინ აღემატება. ბელგიის ნაკრებში მუშაობისას დე ბრუინს ვუყურებდი. ის პერფექციონისტი და წარმოუდგენელი მოთამაშეა", - აქვეყნებს ანრის
სიტყვებს Daily Mail.
ასევე დაგაინტერესებთ