გვარდიოლა: იტალიელთათვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე არ ითვლებოდნენ ფავორიტებად

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "რეალის" 4:0 დამარცხების და ფინალში გასვლის შემდეგ, "მოვისტართან" კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"ყოველთვის ფიქრობ, რომ გაუმკლავდები, მაგრამ ასეთ უპირატესობას არ ველოდი. მტკივნეული შეგრძნებებით ვთამაშობდით, რომლებიც გასულ წელს გაგვიჩნდა. წარმოუდგენლად ენერგიულები ვიყავით და ძალიან ინტენსიურად ვმოქმედებდით.

იმაზე ვფიქრობდი, რაც გასულ წელს კურტუამ გააკეთა. "ოქროს ბურთი" ბენზემას გადასცეს, მაგრამ კურტუასთვის რომ მიეცათ, ესეც სამართლიანი იქნებოდა.

როგორი სეზონი აქვს როდრის! მის გარეშე ასე შორს ვერ გავიდოდით. ყველა ჰოლანზე ლაპარაკობს, მაგრამ როდრი საუკეთესო ნახევარმცველად გადაიქცა. არ
ვიცი, არის თუ არა ვინმე მასზე ძლიერი. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფინალში იტალიური გუნდი გველის. იტალიელთათვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე არ ითვლებოდნენ ფავორიტებად. თუმცა, ჩვენ მათთან მოსამზადებლად დრო გვექნება".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ პეპს! ფინალში გამარჯვებას ვუსურვებ. იანვარის თამაშის მერე (ინტერი - ნაპოლი), ვერ ვიტან ბარელას. რეები არ იკადრა?! როგორ ურტყამდა ხვიჩას? შე დალოცვილო, ბარელა ხარ! ნაკრების მოთამაშე და ასე როგორ იმეტებ, თუნდაც არათანამემამულე, მაგრამ შენ კოლეგას?! ამიტომ ძირს ბარელა! ძირს ინტერი! გაუმარჯოს მანსიტის! თან გიო ქინქლაძის გამოც!
alexandre
12:31 19-05-2023
1
შეიძლება გუარდიოლა პიროვნულად არ მოგწონდეს მაგრამ როგორ შეიძლება მისი სტილი არ მოგწონდეს თუ ფეხბურთი გიყვარს. რეალ მადრიდიც კი მეორე ნომრად ეთამაშებოდა თანაც მადრიდში.
მოკლედ სიტი რომ ბევრად ჯობია ინტერს მაგაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ფეხბურთში არაფერი გამიკვირდება თუნდაც ინტერმა რომ პენალტების სერიით მოუგოს და თასი აიღოს
გუჯი
20:01 18-05-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული