უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მესამე ფეხბურთელი "რეალის" ისტორიაში - ლუკა მოდრიჩის მორიგი მიღწევა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "უნიონი" 1:0 დაამარცხა.

ეს მატჩი ისტორიული აღმოჩნდა "სამეფო გუნდის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩისთვის.

ის მადრიდელთა რიგებში გახდა მე-3 ფეხბურთელი, ვინაც ამ კლუბის მაისურით ევროტურნირზე 38+ ასაკში იასპარეზა.

მანამდე ეს მიღწევა 1956 წელს ფერენც პუშკაშმა და 1996 წელს პაკო ბუიომ დააფიქსირეს.