ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კეინის და მბაპეს დუბლები - "ბაიერნი" და პსჟ მეოთხედფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა და ორი პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

„ბაიერნმა“ რომში 0:1 წაგების შემდეგ, სახლში „ლაციოს“ 3:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პსჟ-მა "სოსიედადს" ისევ სძლია, ამჯერად 2:1 და მეოთხედფინალში მეტოქეს ელის.

. პსჟ ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია - 15 მოგება და 6 ფრე. ნოემბრის შემდეგ არ წაუგია.
. მბაპემ ამ ტურნირის პლეი-ოფში 18 გოლი გაიტანა.
. კეინის ანგარიშზე „ბაიერნში“ 33 შეხვედრაში 33 გოლია - ჩემპიონთა ლიგაზე 27-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა
კარი. ინგლისელთაგან უფრო მეტი მხოლოდ რუნიმ გაიტანა - 30.
. "ბაიერნი" 1/4-ფინალში ბოლო 13 სეზონში 12-ჯერ გავიდა.
. პსჟ-მა მეოთხედფინალის საგზური 2021 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
. ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 57-ე "მშრალი მატჩი" ჩაატარა და კასილიასის რეკორდი გაიმეორა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ლაციო 3:0
გოლები: 1:0 კეინი (36), 2:0 მიულერი (45+2), 3:0 კეინი (66)

სან-სებასტიანი. „რეალ არენა“
სოსიედადი - პსჟ 1:2
გოლები: 0:1 მბაპე (15), 0:2 მბაპე (56), 1:2 მერინო (89)

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: შეუჩერებელი მბაპეს პსჟ-მა "სოსიედადს" მოუგო - "ლაციომ" "ბაიერნს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან მაგარია მბაპე. დღევანდელი მოცემულობიდან ალბათ საუკეთესოა.ესე თუ გააგრძელა ოქროს ბურთს აიღებს. პსჟ მგონია ლიგის მომგები, მიუხედავად იმისა რომ რეალი და სიტი მათზე უფრო ძლიერები არიან
დავით 67
06 მარტი 2024 02:13
13
მოპასუხეს. არაფერს არ ვღადაობ. შენ ალბათ პირველად გაიგე რომ ფეხბურთში ძლიერი გუნდი ყოველთვის არ იგებს.
დავით 67
06 მარტი 2024 15:33
0
ხადაობ? სიტი ამათ გადაუვლის ისე რო საფრანგეთში ფეხბურთი შეძულდებათ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
06 მარტი 2024 04:56
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული