უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პსჟ-მა "შტუტგარტი" გაანადგურა - ხვიჩა პლეი-ოფში ითამაშებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მერვე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „შტუტგარტი“ 4:1 დაამარცხა.

„პარი სენ ჟერმენმა“ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უსმან დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ბრედლი ბარკოლამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

პარიზული გუნდი 13 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც უკვე თამაშის უფლება ხვიჩა კვარაცხელიას ექნება.

კენჭისყრა 31 იანვარს ჩატარდება - მატჩები 11/12 და 18/19 თებერვალს გაიმართება. პლეი-ოფში „პარი სენ ჟერმენი“ „მონაკოს“ ან „ბრესტს" შეხვდება, ხოლო თუ მერვედფინალში გავიდა, „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

პსჟ შემდეგ
მატჩს 1-ელ თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეოცე ტურში სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

შტუტგარტი. „MHP არენა“
შტუტგარტი - პსჟ 1:4
გოლები: 0:1 ბარკოლა (6), 0:2 დემბელე (17), 0:3 დემბელე (35), 0:4 დემბელე (54), 1:4 ფიურიხი (74)

altFoot Mercato: ბარკოლა კვარაცხელიას ომს ჰპირდება - ქართველის პსჟ-ში გადასვლამ ფრანგი არ გაახარა

ასევე დაგაინტერესებთ