უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ასტონ ვილამ" ისევ გაიმარჯვა და პსჟ-ს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ასტონ ვილამ“ სახლში „ბრიუგეს“ 3:0 სძლია. დუბლი პსჟ-დან იჯარით აყვანილმა მარკო ასენსიომ შეასრულა.

გასვლაზე 3:1 მოგების შემდეგ, „ასტონ ვილა“ სახლში თავიდან დაცვაში ჩადგა, მომენტს დაელოდა და პირველივე კონტრიერიშისას მოწინააღმდეგე კაცნაკლული დატოვა - რეშფორდზე უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა საბე გააძევა. შედეგად, ინგლისურმა გუნდმა გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური 1983 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.

გათამაშების შემდეგ ეტაპზე უნაი ემერის გუნდის მეტოქე პსჟ-ა - შეხვედრები 8-9 და 15-16 აპრილს ჩატარდება.

ბირმინგემი. „ვილა პარკი“
ასტონ ვილა - ბრიუგე 3:0
გოლები: 1:0
ასენსიო (50), 2:0 მატსენი (57), 3:0 ასენსიო (61)
გაძევება: საბე (16, ბრიუგე)

ასევე დაგაინტერესებთ