არადა, ევროპის სუპერთასი "რეალს" კარს მოადგა - 8 აგვისტოს ზიდანის გუნდი სეზონის პირველი ტიტულისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდება.
"მარკამ" "რეალს" 4 პრობლემა აღმოუჩინა, რომელიც ფრანგმა მწვრთნელმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოასწოროს.
"რეალი" კონცენტრაციას კარგავს
პირველი, რაც თვალში მოსახვედრი იყო ამერიკულ მატჩებში, "რეალი" იოლად კარგავდა კონცენტრაციას (როგორც მაგალითად, "ბარსელონასთან" მატჩის დასაწყისში), 90 წუთის განმავლობაში
სერხიო რამოსი ცუდ ფორმაშია
სერხიო რამოსი ლამის ყველაზე ბოლოს შეუერთდა გუნდს და ეს ცენტრალურ მცველს აშკარად ეტყობა. ამერიკაში იგი ყურის ტკივილმა გატანჯა, რის გამოც ძალიან შორს არის სასურველი ფორმისგან. ზიდანს ბევრი მუშაობა მოუწევს გუნდის ლიდერთან.
შეტევა უკბილოა
შეტევის ხაზი რონალდოს გარეშე უკბილო ჩანს - გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა ვერაფერს ან თითქმის ვერაფერს ახერხებენ. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი არც სუპერთასზე იქნება და ზიდანს რაღაცის მოფიქრება მოუწევს.
ახალწვეულები ჯერ მზად არ არიან
ხამეს როდრიგესი, დანილო და ალვარო მორატა წავიდნენ, ახალწვეულებმა კი ჯერ ვერ მოახერხეს გუნდთან ადაპტაცია. დანი სებალიოსი, მარკოს ლორენტე, ხესუს ვალიეხო და ტეო ერნანდესი მზად უნდა იყვნენ, ნებისმიერ მომენტში ჩაერთვნენ თამაშში, ჯერ კი ამას მხოლოდ ტეოზე თუ ვიტყვით, სხვებზე არა.
ზინედინ ზიდანი: "როცა ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყება, მაშინ სულ სხვა "რეალს" იხილავთ. მინდა დაგარწმუნოთ, "რეალი" მზად იქნება 8 აგვისტოს მატჩისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"