ესპანეთის სუპერთასი: "რეალი" "ბარსელონას" ბურთის ფლობაშიც კი სჯობს [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა", რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, ექსპერიმენტული ტაქტიკით მოთამაშე "ბარსელონას" ესპანეთის სუპერთასის მე-2 მატჩშიც აჯობა და ეს ტურნირი 2012 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

"რეალს" დისკვალიფიცირებული კრიშტიანო რონალდო არ ჰყავდა. ზინედინ ზიდანმა დასვენების სშუალება კაზემიროს, ისკოსა და ბეილსაც მისცა. ასეთი დანაკლისის მიუხედავად, "რეალმა" მოახერხა და ანდრეს ინიესტას გარეშე მოთამაშე "ბარსელონა" ყველა კომპონენტში დაჩაგრა, მათ შორის, ბურთის ფლობაშიც კი.

მადრიდელებმა კატალონიელებს მათივე ფეხბურთში აჯობეს - პრესინგი მეტოქის საჯარიმოსთან და ბურთის კონტროლი. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მხოლოდ შეხვედრის ბოლო ნახევარ საათში ამოისუნთქა,
როდესაც მას ამის საშუალება მასპინძლებმა მისცეს. ამის მიუხედავად, "ბარსას" ბურთის ფლობის მაჩვენებელი 47%-ს ვერ ასცდა.

ანგარიში შეხვედრის სტარტზევე გაიხსნა. მარკო ასენსიომ, მე-4 წუთზე, ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა და "ბარსელონას" მასზე უარის თქმა კიდევ ერთხელ ანანა. 21 წლის შემტევი პირველი ესპანელი ფეხბურთელი გახდა 1997 წლის შემდეგ, რომელმაც "ბარსელონას" ზედიზედ ორ "კლასიკოში" გაუტანა. 20 წლის წინ ეს შედეგი რაულმა დააფიქსირა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 39-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ბენზემამ მარსელოს გადაცემითა და "ბარსელონას" მცველების უყურადღებობით ისარგებლა.

"რეალის" ფრანგი შემტევის გოლი მე-300 გამოდგა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "კლასიკოებში" გავიდა. პირველი გოლი, 1948 წელს, ფლორენციო კაფარატიმ გაიტანა.

ეს ზედიზედ 68-ე შეხვედრა იყო, რომელშიც "რეალმა" გოლი გაიტანა. მადრიდელები, ამ მხრივ, ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის, ისტორიაში საუკეთესოები არიან.

"რეალის" წარმატებული სერიის გაგრძელებს პარალელურად, "ბარსელონასი" შეწყდა. კატალონიურმა კლუბმა "ელ კლასიკო" უგოლოდ 2011 წლის შემდეგ პირველად დაასრულეს. "ბარსას" გოლი "რეალთან" გამართულ ზედიზედ 24 დაპირისპირებაში ჰქონდა გატანილი, რაც რეკორდია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი - ბარსელონა 2:0 (ორი მატჩის ჯამში 5:1)
რეალი (4-3-3):
ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კოვაჩიჩი (კაზემირო 62), კროოსი (სებალიოსი 80), მოდრიჩი, ვასკესი, ბენზემა, ასენსიო (ერნანდესი 75)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე (სემედუ 50), უმტიტი, რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, გომეში (დეულოფეუ 72), ალბა (დინი 77), მესი, სუარესი
გოლები: 1:0 ასენსიო 4, 2:0 ბენზემა 39
მკითხველის კომენტარები / 5 /
სირცხვილია რეალტან ბარსელონას შედარება
გია
10:38 17-08-2017
0
ბარსას შარშანვე ერთადერთი დაკომპლექტებული ხაზი ჰქონდა,შეტევა,წელს ისიც დაეშალა,ასე რომ ყველაფერი ლოგიკურია,მით უმეტეს,რომ რეალს ორნახევარი შემადგენლობა ჰყავს სრულფასოვანი მოთამაშეების.
სოსო
10:05 17-08-2017
0

სიახლეები პოპულარული