ბარსელონა-ბეტისი - ქალაქის სახელი ფეხბურთელების გვარების ნაცვლად

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელებს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ბეტისის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში, საკუთარი გვარების ნაცვლად, ზურგზე ქალაქის სახელი ეწერებათ.

17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება.

"ბარსელონას" ფეხბურთელები "კამპ ნოუზე" შავი სამკლავურებით გამოვლენ. გარდა ამისა, მათ, გვარების ნაცვლად, ზურგზე Barcelona ეწერებათ, ფორმის წინა მხარეს კი, იქნება ჰეშთეგი #TotsSomBarcelona ("ჩვენ ყველა ვართ ბარსელონა").

- ლა ლიგა. რონალდო ვერ იწყებს, ნეიმარი აღარ არის...

-
მე შენ მიყვარხარ, ბარსელონა - მსოფლიო ფეხბურთი ბარსელონას მხარდასაჭერად გაერთიანდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული