ფლორენტინო პერესს ეშინია, მარკო ასენსიოში 350 მილიონი არ გადაიხადონ

AutoSharing Option
თუ Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მარკო ასენსიოსთან სასწრაფოდ ახალი კონტარქტის გაფორმებას ითხოვს, რადგან მას ეშინია, ვინმემ 21 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 350 მილიონი ევრო არ გადაიხადოს.

ასენსიოს, რომელიც "რეალმა" 2014 წელს, 4 მილიონ ევროდ დაიმატა, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 350 მილიონი ევროა.

თითქოს, პერესს მშვიდად ყოფნის საფუძველი აქვს, მაგრამ "რეალის" პრეზიდენტი მაინც შიშობს, რომელიმე კლუბმა ხსენებული 350 მილიონი არ გადაიხადოს და ამის გამო, ის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

პირობები,
რომელსაც ფლორენტინო პერესი მარკო ასნენსიოს სთავაზობს, ასეთია: კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივება, ხელფასის 3.5 მილიონიდან 4.5 მილიონამდე გაზრდა და გამოსასყიდი თანხის 500 მილიონ ევრომდე გაზრდა.

- როგორ დაუთმო "ბარსელონამ" მარკო ასენსიო "რეალს"

- ასენსიო: პსჟ? გმადლობთ, საუკეთესო გუნდში ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული