"ბეტისმა" "ბარსელონას" წინააღმდეგობა ვერ გაუწია [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "რეალთან" განცდილი ორი მარცხის შემდეგ, ყველას აინტერესებდა როგორ ითამაშებდა "ბარსელონა" პრიმერას სტარტზე სახლში სევილიას "ბეტისთან". მითუმეტეს, ტრავმირებული ლუის სუარესის გარეშე.

თუმცა, "ბეტისი" ვერ გამოდგა "ბარსას" სერიოზული გამომცდელი და მასპინძლებმა უპრობლემოდ გაიმარჯვეს, რომ მოენდომებინათ, უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ (ლეო მესიმ სამჯერ გაარტყა ბურთი ძელს), პირველივე ტაიმში გაუტანეს ორი გოლი და საქმე მოუთავეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო გუნდში 4 წლის შემდეგ დაბრუნებულმა ასულგრანას აკადემიის აღზდილმა ჟერარდ დეოლოფეუმ.

შესვენების შემდეგ ბლაუგრანამ თამაშით თავი არ მოიკლა, ენერგიაც დაზოგა,
3 ქულაც მიითვალა და შემდეგ ტურში გასვლაზე "დეპორტივოსთან" შესახვედრად მშვიდად მოემზადება. აუცილებლად სათქმელია, რომ ბლანკოსთან განცდილი ფიასკოს მერე კატალონიელებს ეს სიმშვიდე ჰაერივით სჭირდებოდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული