ლა ლიგაში ვიდეორეფერის ინსტიტუტი შემოღებული რომ იყოს, სეზონის პირველი გოლი არ ჩაითვლებოდა, რადგან, როცა "ლეგანესის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გაბრიელმა დამატებაზე ითამაშა, ის აშკარა თამაშგარეში იყო. არადა, მადრიდულმა კლუბმა სწორედ ამ გოლის წყალობით დაამარცხა "ალავესი". ვიდეორეფერის ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ საფეხბურთო სამართლიანობას ტექნოლოგიის ვერც ერთი ნაკლი ვერ გადაწონის.
საინტერესო იყო მარსელინოს
მარსელინო (ვალენსია): "იმაზე გაცილებით მეტი საგოლე შანსი შევქმენით, ვიდრე გავიტანეთ. თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ წინ ბევრი შრომა გველის. ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ საფუძველი, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური, ძალიან მყარი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ "ინტერში" მიდის, კანსელომ თამაში ითხოვა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი პიროვნებაა ის".
"ჟირონა" მერვე კატალონიური კლუბი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა და კინაღამ დიდი მოულოდნელობაც შემოგვთავაზა - პირველ ტაიმში ორ ჩაწოდებას "ატლეტიკოს" საჯარიმოში ურუგვაელი კრისტიან სტუანის გოლები მოჰყვა, მეორეში კი ამას ანტუან გრიზმანის გაძევება დაემატა. ფრანგი პენალტს ითხოვდა, მაგრამ ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წითელიც დაიმსახურა. 10-კაციანმა "ატლეტიკომ" კი მატჩი მაინც გადაარჩინა - ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა ანხელ კორეამ, შემდეგ კოკემ საჯარიმოში ჩააწოდა და თავით ყველას ხოსე ხიმენესმა დაასწრო - 2:2. სხვათა შორის, რომ არა იან ობლაკი, "ატლეტიკო" I ტურში შერცხვებოდა.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ფაქტია, "ჟირონა" პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი იყო. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, თუნდაც 10 კაცით. ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება, ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით. მომეწონა მეტოქე, რომელმაც კარგად იცის, როგორ შეუტიოს და დაიცვას თავი".
"რეალ სოსიედადი" ორჯერ აგებდა ვიგოში "სელტასთან" და მაინც შეძლო გამარჯვება - 3:2. მაქსი გომესის მოწადინება წყალში ჩაიყარა, გადამწყვეტი კი ვილიან ჟოზეს პენალტი გამოდგა, რომელიც, სხვათა შორის, საეჭვო იყო.
ედუარდო ბერიცოს "სევილიამ" ვერ შეძლო "ესპანიოლის" დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ კლემან ლონგლეს გოლით იგებდა, ლეო ბაპტიშტაომ გაათანაბრა. გუნდში ძალზე ცუდი დაბრუნება გამოუვიდა ევერ ბანეგას, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და მალევე იძულებული გახდა, გასულიყო - გააძევეს.
ედუარდო ბერიცო (სევილია): "პირველ ტაიმში საშიში კონტრშეტევები გავატარეთ, მეორეში უკეთ ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ მეკარე სორიას ტრავმა სერიოზული არ არის".
ბილბაოს "ატლეტიკმა" ვერ შეძლო შინ "ხეტაფეს" გატეხა, რომელმაც ნახევარი საათი 10 კაცით ითამაშა.
"ბარსელონამ" სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ნეიმარის (პსჟ-ში წავიდა), ლუის სუარესის (ტრავმა) გარეშე მოთამაშე გუნდმა 2:0 მოუგო "ბეტისს". "ბარსამ" მატჩის ბედი პირველი ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში გადაჭრა, როცა დეულოფეუმ მცველს საკუთარი კარის დალაშქვრა აიძულა, შემდეგ კი მანვე სერხი რობერტოს გაატანინა. ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგაში ბარსელონური კარიერა სამი ქულით დაიწყო.
ფაქტები
- მარსელინო გარსია ტორალმა (ვალენსია) ლა ლიგაში მე-100 მატჩი მოიგო მწვრთნელის რანგში
- ლა ლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩში სიმონე ძაძამ (ვალენსია) 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 პასი)
- გაბრიელ პირესი (ლეგანესი) გახდა პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟუნინიოს შემდეგ (1997 წ.), ვინც ლა ლიგის სეზონის პირველი გოლი გაიტანა
- ივან კუელიარმა (ლეგანესი) ლა ლიგის ბოლო სამი პენალტი მოიგერია (ჩოლაქი, პარეხო, მანუ გარსია)
- ლეო ბაპტიშტაოს (ესპანიოლი) "სევილიას" კარში აქამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი "ბეტისის" მაისურით
- ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) ლა ლიგაში კარიერაში პირველად გააძევეს (253 მატჩში)
- რაც დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" მწვრთნელია, აქამდე არავის გაუტანია მადრიდელთა კარში ერთ მატჩში ორი გოლი თავით, კრისტიან სტუანი (ჟირონა) პირველია
- "სელტას" რიგებში დებიუტი დუბლით 21-ე საუკუნეში პირველმა მაქსი გომესმა აღნიშნა
- 2006 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ერთმა ფეხბურთელმა მატჩში 3-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს. ეს ლეო მესიმ (ბარსელონა) მოახერხა
- სერხი რობერტომ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა
- "ბეტისმა" "კამპ ნოუზე" ზედიზედ მერვე მატჩი დათმო
- სერხიო რამოსს (რეალი) ლა ლიგაში 18 წითელი ბარათი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენებს, პაბლო ალფაროსა და ხავი აგუადოს გაუსწორდა
- კაზემიროს გოლამდე "რეალმა" 44 პასი გააკეთა, რაც ლა ლიგაში 2006/07 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
ლეგანესი-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 გაბრიელი (24)
ვალენსია-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 ძაძა (22)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ნ. ვიდალი, გარაი, ვეზუ, გაია - კანსელო, პარეხო, მედრანი (73. ნაჩო), სოლერი (89. მაქსიმოვიჩი) - როდრიგო (79. მინა), ძაძა
გაძევება: ჰალილოვიჩი (33. ლას პალმასი)
სელტა-სოსიედადი 2:3
გოლები: 1:0 მ. გომესი (22), 1:1 ოიარზაბალი (33), 2:1 მ. გომესი (50), 2:2 ხუანმი (80), 2:3 ვილიან ჟოზე (88-პენ)
ჟირონა-ატლეტიკო 2:2
გოლები: 1:0 სტუანი (22), 2:0 სტუანი (25), 2:1 ა. კორეა (78), 2:2 ხ. ხიმენესი (85)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (58. ა. კორეა), ხ. ხიმენესი, სავიჩი, ლუკას ერნანდესი - საულ ნიგესი, გაბი (69. გაიტანი), კოკე, ფერეირა-კარასკო - ფ. ტორესი (73. ვიეტო), გრიზმანი
გაძევება: გრიზმანი (67)
სევილია-ესპანიოლი 1:1
გოლები: 1:0 ლონგლე (26), 1:1 ლეო ბაპტიშტაო (35)
სევილია (4-2-3-1): სორია (5. ს. რიკო) - კორშია, კიაერი, ლონგლე, სარაბია - ლასო ბორხა (54. ბანეგა), ნ"ზონზი (73. პისარო) - ხესუს ნავასი, განსო, ნოლიტო - მურიელი
გაძევება: ბანეგა (84)
ბილბაო-ხეტაფე 0:0
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი (16. ლეკუე), ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა (88. კორდობა) - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა, რაულ გარსია (61. ადურისი), მუნიაინი - ვილიამსი
გაძევება: ა. გერერო (66. ხეტაფე)
ბარსელონა-ბეტისი 2:0
გოლები: 1:0 ტოშკა (36 ს.კ.), 2:0 სერხი რობერტო (39)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, მასკერანო, უმტიტი, ალბა (87. დინი) - სერხი რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, პაკო ალკასერი (82. დენის სუარესი), დეულოფეუ (72. ვიდალი)
დეპორტივო-რეალი 0:3
გოლები: 0:1 ბეილი (20), 0:2 კაზემირო (27), 0:3 კროოსი (62)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ნაჩო, მარსელო - კროოსი, კაზემირო (72. მ. ლორენტე), ისკო (66. ასენსიო) - ბეილი (80. ლ. ვასკესი), ბენზემა
გამოუყენებელი პენალტი: ანდონე (89. დეპორტივო)
გაძევება: ს. რამოსი (92)
ორშაბათი. 21 აგვისტო
ლევანტე-ვილიარეალი 22:15
მალაგა-ეიბარი 23:59
ბომბარდირები: 2 - მაქსი გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"