"ბარსელონას" შემდეგ "რეალის" ჯერი დადგა - ჰაკერებმა მესი მადრიდში გაუშვეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" სოციალური ქსელების გატეხვიდან რამდენიმე დღეში, ჰაკერებმა მადრიდის "რეალისთვისაც" მოიცალეს.

ჰაკერულმა ჯგუფმა სახელწოდებით OurMine, ვინმც 3 დღის წინ "ბარსელონას" Twitter-ზე ანხელ დი მარიას ტრანსფერი დააანონსა, ახლა, "რეალისთვის" მოიცალა.

გუშინ ღამით, "სამეფო კლუბის" Twitter-ზე გაჩნდა პოსტი ტექსტით: "ქარიმ ბენზემა გავყიდეთ. გსურთ, რომ მის ნაცვლად სხავ ვინმე შევიძინოთ?"

ბენზემას გაყიდვამდე მცირე ხნით ადრე კი, ჰაკერებმა "რეალისთვის" ლიონელ მესი "იყიდეს". ეს ტრანსფერი მათ არგენტინელის მიერ "რეალის" კარში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატანილი გამარჯვების გოლის ვიდეოს დადებით გვახარეს.

- ჰაკერებმა "ბარსელონას" Twitter-ი გატეხეს და კლუბს შეტყობინება
დაუტოვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული