ლა ლიგა. მე-2 ტური: ასენსიომ "რეალი" "ვალენსიასთან" მარცხს გადაარჩინა

AutoSharing Option
მართლაც საოცარი მატჩი, ტურის მშვენება ჩატარდა "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც "რეალი" დისკვალიფიცირებული სერხიო რამოსისა და რონალდოს და ტრავმირებული ვარანის გარეშე დაუხვდა "ვალენსიას". სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, მაგრად იბრძოლეს და მომენტებში ძველ, სიმპათიურ ვალენსიას" გვაგონებდნენ. ისიც სათქმელია, რომ როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყვნენ "ღამურები", "სამეფო გუნდთან" თავს არასოდეს არ ზოგავენ.

არადა, შეხვედრის დასაწყისი მასპინძლებისთვის ცუდს თითქოს არაფერს მოასწავებდა, ბურთსაც აკონტროლებდნენ და ჩინებულად ათამაშებულმა ასენსიომ მე-11 წუთზე ანგარიშიც გახსნა, მაგრამ სოლერმა საპასუხო გოლი მალევე გაიტანა.

ამის შემდეგ "სამეფო გუნდს" არაერთი მომენტი ქონდა,
განსაკუთრებით ბენზემას, რომელსაც ფატალურად არ უმართლებდა. ასე გაილია პირველი ტაიმი. ნაანტრაქტევს ისევ დიდი ძალებით შეუტია ბლანკოსმა, ისევ ვერ გამოიყენა შანსი ბენზემამ, ბეილმაც და ასენსიომაც და შედეგად, ბურთი 77-ე წუთზე კონდოგბიასგან საკუთარ კარში მიიღეს.

კვლავ იერიშის იერიშზე მიტანა დაიწყეს მადრიდელებმა და კვლავ ასენსიომ ივარგა. ეს 84-ე წუთზე მოხდა. დარჩენილ დროშიც ბევრი უტიეს, ბენზემას კიდევ ორი შესაძლებლობა ქონდა გოლის გატანისა - ჯერ კარის წინ ბურთს ფეხი ვერ წაარტყა, ხოლო შემდეგ ბურთი 5 მეტრიდან ააცილა მიზანს და განერვიულებული ზიდანის გუნდმა 2 ქულა დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ "რეალმა" ზედიზედ 70-ე მატჩში გაიტანა გოლი (ბოლოს გოლი შარშან 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტის ვერ გაუტანა) და ამ მაჩვენებლით 5 წამყვანი ევროპული ქვეყნების რეკორდსმენია.

რეალი - ვალენსია 2:2
გოლები: 1:0 ასენსიო (11), 1:1 სოლერი (19), 1:2 კონდოგბია (77), 2:2 ასენსიო (84)

ეიბარი - ბილბაო 1:1
გოლი: ადურისი (38)
გაძევება: ჯორდანი (ეიბარი, 90)

ესპანიოლი - ლეგანესი 0:1

გოლი: მანტოვანი (28)

ხეტაფე - სევილია 0:1
გოლი: განსო (83)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული