"ბარსელონამ" მარლონი "ნიცაში" გაუშვა

AutoSharing Option

"ბარსელონას" 21 წლის მცველი მარლონ სანტოსი "ნიცაში" გადავიდა. ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატში მომდევნო 2 წლის განმავლობაში იჯარით ითამაშებს.

2018 წლის ზაფხულში "ბარსელონას" ფეხბურთელის დაბრუნების უფლება ექნება, 2019 წელს კი, "ნიცას" მისი 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

მარლონ სანტოსი "ბარსელონაში" 2016 წელს, "ფლუმინენსედან" იჯარით გადავიდა. მან თავი "ბარსა ბ"-შიც გამოიჩინა და გასული სეზონის მიწურულს, პირველ გუნდშიც იყოჩაღა, რის შემდეგაც კატალონიელებმა ფეხბურთელის გამოსყიდვა გადაწყვიტეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული