"ბარსელონასთან" ლეო მესის კონტრაქტი მის მამას და ძმას 30 აგვისტოს გაუხანგრძლივებიათ

AutoSharing Option
პრესაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა თავდამსხმელ ლეო მესის "ბარსაში" დარჩენა-არდარჩენის შესახებ. ისიც დაიწერა, თითქოს არგენტინელი კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს უხეირო სატრანსფერო პოლიტიკის გამო გაბრაზებული იყო და გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებდა გუნდის დატოვებას.

ვითარება თავად ბარტომეუმ განმარტა, რომლის თქმით, ლიონელს ხელშეკრულება 30 აგვისტოს გაუხანგრძლივეს. არის სამი ხელშეკრულება: პირველი ფეხბურთელის ფონდთან, რომელსაც ხელი მისმა ძმამ, მატიასმა მოაწერა; მეორე – ლეოს საიმიჯო უფლებების გამოყენების თაობაზე, რომელსაც ხელი მამამისმა ხორხე ორასიომ მოაწერა და მესამე - შრომით ხელშეკრულებას ასევე ლეოს მამის ხელმოწერა ამშვენებს (ის
თავისი შვილის ნდობით აღჭურვილი პირია და ამის იურიდიული უფლება აქვს).

ბარტომეუ ამის გამხელას ლეოს არგენტინის ნაკრებიდან დაბრუნებამდე არ აპირებდა, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ აიძულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული