"ესპანიოლთან" თამაშში "ბარსას" ფანებმა ჩავარდნილი სატრანსფერო პოლიტიკის გამო მორიგი აქცია მოაწყვეს. ფანები ჟოზეპ მარია ბარტომეუს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ხორვატმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები ამ დამოკიდებულებას არ იზიარებენ: "ჩვენ ასი პროცენტით კლუბის ხელმძღვანელობის მხარეს ვართ. ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა და ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა რაკიტიჩმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"