"რეალი": ახალი კონტრაქტი მარსელოს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარსელომ "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. 29 წლის სამხრეთამერიკელმა "სამეფო კლუბს" ბედი 2022 წლამდე დაუკავშირა. ასე განსაჯეთ, ამ ფაქტს დღეს ბრაზილიელი საგანგებო პრესკონფერენციასაც კი მიუძღვნის.

მარსელო "რეალში" 2007 წლიდან თამაშობს. აქვე დავამატოთ, რომ ის ლა ლიგის ორ შეხვედრას გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო.

სასჯელი მან ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ლევანტესთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ მარსელო მინდვრიდან ჯეფერსონ ლერმას წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული