ზინედინ ზიდანი: არავინ დაიტრაბახოს, რომ "ბერნაბეუს" მისთვის არ უსტვენია

AutoSharing Option
მას მერე, რაც ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "რეალ სოსიედადს" მისსავე მოედანზე 3:1 მოუგო, ზინედინ ზიდანის "რეალში" ისევ პოზიტიური განწყობაა - "სამეფო კლუბის" ვარსკვლავები ერთმანეთის მიმდევრობით აახლებენ კონტრაქტებსა და "ბეტისთან" დაპირისპირებისთვის ემზადებიან. "მარკამ" "რეალის" ფრანგ თავკაცთან საკმაოდ ვრცელი კომენტარი ჩაწერა მიმდინარე მოვლენებზე.

რას ითხოვს ის პირველ რიგში
"ჩვენი თამაშის ინტენსივობა - ეს არის პირველი, რასაც, როგორც მწვრთნელი, ვითხოვ ფეხბურთელებისგან და ფეხბურთელებიც მეთანხმებიან ამაში. "ბეტისის" წინააღმდეგაც იმავე პრინციპით ვაპირებთ თამაშს, 90 წუთის განმავლობაში მეტოქეს გასაქანი არ უნდა მივცეთ, ტემპი არ შევანელოთ.

თუკი
ამას შევძლებთ, ნებისმიერ მეტოქეს დავაზარალებთ, მათ შორის, "ბეტისსაც", - განაცხადა ზიდანმა.

კრიშტიანოს დაბრუნება
"აღარ ვაპირებთ მის დისკვალიფიკაციაზე დისკუსიას. უბრალოდ, გვიხარია, რომ კრიშტიანო რონალდო ბრუნდება. იმედი მაქვს, რომ ასეთი ინციდენტი მის კარიერაში უკანასკნელია და მის გარეშე დიდხანს თამაში აღარ მოგვიწევს.

ვხედავ, რომ კრიშტიანო ბედნიერია, რადგან მისთვის ბევრს ნიშნავს თამაში და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა. ის ჩემპიონატში საშინაო მატჩით ბრუნდება, სადაც თამაში ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებს. თუმცა ვის არ უყვარს "ბერნაბეუზე" თამაში".

ექსბეტისელ სებალიოსზე
"დანი სებალიოსის უპირატესობა მისი უნივერსალობაა - მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის საკმაოდ ჭკვიანია, ტექნიკურად მდიდარია და მოედანზე ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ახლა სეზონის დასაწყისია, საფეხბურთო სეზონი კი საკმაოდ ხანგრძლივია. დანი ბევრს შრომობს, ბოლო ხანებში ცოტას თამაშობდა, თუმცა მაინც ხომ თამაშობდა. მას აუცილებლად მიეცემა თავის გამოჩენის შანსი".

ბეილსა და მის კრიტიკაზე
"ალბათ, არავისთვის არის უცნობი, რომ თუ გარეთ ბეილს სივრცე შეექმნება, მას ბევრის გაკეთება შეუძლია სისწრაფეში ნებისმიერთან უპირატესობის გამო. ჩვენ მისი სწორედ ასეთი გოლი ვნახეთ, მაგრამ გარეთი ტექნიკურადაც ბრწყინვალეა და მას სივრცის გარეშეც შეუძლია მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა. ბურთის კონტროლი და სხვების შეტევებში ჩაბმაც ბრწყინვალედ შეუძლია.

ჩემთვის ბეილი სრულყოფილი ფეხბურთელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ მას ბოლომდე ვენდობით და თუ ის ფორმაშია, გუნდისთვის დიდად გამოსადეგია. ის ახლა უკვე კარგად თამაშობს, თუმცა ჯერ არის დრო, რომ საქმეში საუკეთესო ბეილი ვნახოთ. ამ სტადიონზე ყველასთვის უსტვენიათ, ერთი ფეხბურთელიც კი ვერ დაიბრალებს, რომ მას ეს არ გადახდენია".

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე
"თავს საუკეთესოდ ვგრძნობ "რეალში". კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ფაქტობრივად მოგვარებულია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ყოველდღიური შრომა და წინსვლა, ეს კი რთული პროცესია", - ასრულებს ზინედინ ზიდანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული