ლა ლიგა. VI ტური: "ბარსელონა" სათოფეზე არავის არ იკარებს [VIDEO]

AutoSharing Option
23 სექტემბერს ესპანეთის პირველობაზე ლიდერებმა ითამაშეს და სატურნირო ცხრილში ბევრი არაფერი არ შეცვლილა, "ბარსელონა" "რეალს" კვლავ 7 ქულით ასწრებს.

თუმცა, "ატლეტიკომ" სახლში ადვილად მოუგო "სევილიას" 2:0, მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, ანდალუსიელები კი მესამეზე დააქვეითა.

"ბარსელონამ" კატალონიურ დერბიში 3:0 დაამარცხა "ჟირონა". აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს, მესამედ კი მათი კარი ლუის სუარესმა დალაშქრა. ურუგვაელმა ასულგრანაში მეასე მატჩი ჩაატარა და მისი მონაგარი 87 გოლი და 51 საგოლე გადაცემაა.

"რეალს" ძალიან გაუჭირდა სტუმრად "ალავესის" ძლევა (2:1). აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ბლანკოსის
ძელს. "სამეფო გუნდიდან" დუბლით გამოირჩა 21 წლის ნახევარმცველი დანი სებალოსი. ეს ბიჭი "რეალმა" ზაფხულში "ბეტისისგან" შეიძინა და სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მან ნამატჩევს თქვა, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ ასეთ დებიუტზე ოცნებობდა.

"მალაგას" შინ "ბილბაოსთან" შეხვედრის 52-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო, ზდრავკო კუზმანოვიჩი გაუგდო მსაჯმა, მერე სტუმრებმა ანგარიში 1:3 გახადეს და კაცნაკლულმა მასპინძლებმა მაინც მიაღწიეს ფრეს - 3:3.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული