„ბარსელონას“ ავსტრალიელი ფანი კატალონიაში ტყუილად ჩავიდა

AutoSharing Option
ავსტრალიელი ბიჭი ენდი მიტენი „ბარსელონას“ და ნეიმარის გულშემატკივარია და 3 თვის წინ შეიძინა ლა ლიგას მე-7 ტურის მატჩის ბილეთები, გუშინ მშობლებთან ერთად ჩავიდა კატალონიაში, მაგრამ ნეი პსჟ-ში გადასული დახვდა, ქალაქში დატრიალებული მოვლენების გამო „ლას პალმასთან“ შეხვედრაზე მაყურებლები არ შეუშვეს და იმედგაცრუებული მელბურნელი ბავშვი „კამპ ნოუსთან“ გადაღებული სურათით დაკმაყოფილდა.

მოკლედ, ამხელა მანძილზე (16 828 კმ) სულ ტყუილად იმგზავრეს.