ჩემპიონი "რეალი" კი, რომელსაც საქმეები ჩემპიონთა ლიგაზეც აერია, ბასკურ "ეიბარს" უმასპინძლებს. თუმცა ტურის ცენტრალური მატჩი "მესტალიაზეა", სადაც სეზონის სენსაცია "ვალენსია" მასპინძლობს "სევილიას", რომელიც ახლახან რუსეთში სერიოზულად შერცხვა.
"ვალენსია" ტრადიციული გუნდია, მაგრამ მისი მეორე ადგილი ამ ეტაპისთვის მართლაც სენსაციურია, რადგან გუნდი მაინცდამაინც არ გაძლიერებულა, მაგრამ უამბიციო კრებულიდან ძალზე საინტერესო კოლექტივად იქცა. "ვალენსიამ" წინა ტურში სტუმრად 6 გოლი გაიტანა, თანაც, არცთუ სუსტი "ბეტისის" კარში. ახლა კი მას მეორე სევილიური გუნდი
"ვალენსიას" ბოლოდროინდელ წარმატებას ორი სახელი აქვს - სიმონე ძაძა და მარსელინო გარსია ტორალი. იტალიელი ფორვარდი სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ლა ლიგაში. მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია ამ სეზონში. რაც შეეხება მარსელინოს, მან ჯერ კიდევ "ვილიარეალში" დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდის "შეკვრა" ძალუძს. სხვათა შორის, მარსელინო "სევილიას" ექსთავკაცია.
ედუარდო ბერიცოს "სევილია" კი სამშაბათს მოსკოვში ნაწილებად დაშალეს, ანდალუსიურმა გუნდმა 1:5 დათმო. ამას დავუმატოთ მარცხი ბოლო ტურში "ბილბაოსთან" და კრიზისიც სახეზეა.
მარსელინო (ვალენსია): "მომავალში აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან ისეთი სიტუაციები, როგორიც "ბეტისთან" მატჩში იყო, როცა 4:0 4:3-ად გვექცა. მე უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ ასეთი სიტუაციებისათვის".
სიმონე ძაძა (ვალენსია): "მარსელინო ძლიერი მწვრთნელია უტეხი ხასიათით. მაგრამ მარსელინო არ ჰგავს ჯარის ისეთ გენერალს, რომელსაც ჯარისკაცებთან ლაპარაკი არ სურს. მას შეუძლია ყველაფერი დეტალურად აგიხსნას და მაშინაც კი, როცა გჯერა, რომ მწვრთნელი ცდება, ბოლოს აღმოაჩენ, რომ ის მართალი იყო".
"სევილიასთან" მატჩში "ღამურებს" ხიმენესი, ორელიანა და ვეზუ დააკლდებათ, ხოლო "სევილიას" კარისო, ნ"ზონზი და პარეხა არ ეყოლება. ძაძას ბოლო ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ასე რომ, იგი აუცილებლად ითამაშებს ანდალუსიელებთან დაპირისპირებაში. მართალია, მარჯვენა ფლანგზე ნაჩო ვიდალმა აშკარად გაამართლა, მაგრამ მარტინ მონტოია ბრუნდება და სწორედ ექსბარსელონელი დაიკავებს ადგილს სასტარტო შემადგენლობაში. გაბრიელ პაულისტას კი ალბათ ისევ ჯეისონ მურილიოს არჩევენ შეტევაში.
ერნესტო ვალვერდე ცამდე აიყვანა "ბარსას" პრეზიდენტმა ბარტომეუმ, რომელმაც განაცხადა, რომ მოვიდა ვალვერდე, შეიყვარა "კამპ ნოუ" და აქ სიმშვიდე დაამკვიდრაო. თავად ბასკი თავკაცი კი აცხადებს, რომ "ბარსას" ფეხბურთელებთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ვალვერდეს "ბარსელონაში" უთამაშია. ჟორდი ალბას მცირე ტრავმა აქვს, ასე რომ, ლუკა დინს ლა ლიგაშიც მიეცემა შანსი (ლიგაზე მან ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა). სავარაუდოდ, ჟერარდ დეულოფეუს ადგილს დენის სუარესი დაიკავებს, ხოლო პაულინიო ნახევარდაცვაში დაიხევს "მალაგასთან" თამაშში. "მალაგას" კი დისკვალიფიცირებული რესიო არ ეყოლება.
ფაქტები
- "ვალენსიას" ამჟამინდელი მწვრთნელი მარსელინო 2011/12 წლების სეზონში "სევილიას" წვრთნიდა.
- "ვალენსიას" 8 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, მეტი მხოლოდ ლიდერი "ბარსელონას" ანგარიშზეა.
- "ვალენსიამ" ბოლო 4 ტურში სულ მცირე 3-3 გოლი გაიტანა.
- "ღამურებს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ.
- "ვალენსია" "მესტალიაზე" "სევილიასთან" ბოლო 6 დაპირისპირებაში არ დამარცხებულა.
- "ვალენსიამ" ბოლო სამ ტურში სულ მცირე, 2-2 გოლი გაუშვა.
- "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 16 საშინაო მატჩი მოიგო.
- "რეალი" ლა ლიგის ბოლო 56 მატჩიდან 52-ში დაუმარცხებელია.
- "ლას პალმასმა" ლა ლიგაში ბოლო 13 მატჩიდან 11 დათმო.
- ბოლო 16 ტურია, რაც "ბარსას" შინ სულ მცირე, 2-2 გოლი გააქვს.
- "მალაგამ" ვერ გაიტანა ბოლო 9 ტურიდან 7-ში და 8-ში დამარცხდა.
შაბათი, 21 ოქტომბერი
ლევანტე-ხეტაფე 15:00
ბეტისი-ალავესი 18:15
ვალენსია-სევილია 20:30
ბარსელონა-მალაგა 22:45
კვირა, 22 ოქტომბერი
ვილიარეალი-ლას პალმასი 14:00
სელტა-ატლეტიკო 18:15
ლეგანესი-ბილბაო 20:30
რეალი-ეიბარი 22:45
ორშაბათი, 23 ოქტომბერი
სოსიედადი-ესპანიოლი 22:00
დეპორტივო-ჟირონა 23:00
ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"