ლა ლი­გა. IX ტურის წინ: "ღა­მუ­რე­ბი" მაღ­ლა ფრე­ნენ

AutoSharing Option
ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დე­რი "ბარ­სე­ლო­ნა" აუტ­სა­ი­დერ "მა­ლა­გას" მას­პინ­ძ­ლობს და მის­გან ყვე­ლა იოლ გა­მარ­ჯ­ვე­ბას ელის.

ჩემ­პი­ო­ნი "რე­ა­ლი" კი, რო­მელ­საც საქ­მე­ე­ბი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზეც აერია, ბას­კურ "ეიბარს" უმას­პინ­ძ­ლებს. თუმ­ცა ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი მატ­ჩი "მეს­ტა­ლი­ა­ზეა", სა­დაც სე­ზო­ნის სენ­სა­ცია "ვა­ლენ­სია" მას­პინ­ძ­ლობს "სე­ვი­ლი­ას", რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან რუ­სეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად შერ­ცხ­ვა.

"ვა­ლენ­სია" ტრა­დი­ცი­უ­ლი გუნ­დია, მაგ­რამ მი­სი მე­ო­რე ად­გი­ლი ამ ეტა­პის­თ­ვის მარ­თ­ლაც სენ­სა­ცი­უ­რია, რად­გან გუნ­დი მა­ინ­ც­და­მა­ინც არ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ უამ­ბი­ციო კრე­ბუ­ლი­დან ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ტი­ვად იქ­ცა. "ვა­ლენ­სი­ამ" წი­ნა ტურ­ში სტუმ­რად 6 გო­ლი გა­ი­ტა­ნა, თა­ნაც, არ­ც­თუ სუს­ტი "ბე­ტი­სის" კარ­ში. ახ­ლა კი მას მე­ო­რე სე­ვი­ლი­უ­რი გუნ­დი
ელის.

"ვა­ლენ­სი­ას" ბო­ლოდ­რო­ინ­დელ წა­რ­მა­ტე­ბას ორი სა­ხე­ლი აქვს - სი­მო­ნე ძა­ძა და მარ­სე­ლი­ნო გარ­სია ტო­რა­ლი. იტა­ლი­ე­ლი ფორ­ვარ­დი სექ­ტემ­ბ­რის თვის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს ლა ლი­გა­ში. მის ან­გა­რიშ­ზე უკ­ვე 7 გო­ლია ამ სე­ზონ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­სე­ლი­ნოს, მან ჯერ კი­დევ "ვი­ლი­ა­რე­ალ­ში" და­ამ­ტ­კი­ცა, რომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გუნ­დის "შეკ­ვ­რა" ძა­ლუძს. სხვა­თა შო­რის, მარ­სე­ლი­ნო "სე­ვი­ლი­ას" ექ­ს­თავ­კა­ცია.

ედუ­არ­დო ბე­რი­ცოს "სე­ვი­ლია" კი სამ­შა­ბათს მოს­კოვ­ში ნა­წი­ლე­ბად და­შა­ლეს, ან­და­ლუ­სი­ურ­მა გუნ­დ­მა 1:5 დათ­მო. ამას და­ვუ­მა­ტოთ მარ­ცხი ბო­ლო ტურ­ში "ბილ­ბა­ოს­თან" და კრი­ზი­სიც სა­ხე­ზეა.

მარ­სე­ლი­ნო (ვა­ლენ­სია): "მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და ავი­რი­დოთ თა­ვი­დან ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც "ბე­ტის­თან" მატ­ჩ­ში იყო, რო­ცა 4:0 4:3-ად გვექ­ცა. მე უკ­ვე საკ­მა­ოდ ასა­კო­ვა­ნი ვარ ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სათ­ვის".

სი­მო­ნე ძა­ძა (ვა­ლენ­სია): "მარ­სე­ლი­ნო ძლი­ე­რი მწვრთნე­ლია უტე­ხი ხა­სი­ა­თით. მაგ­რამ მარ­სე­ლი­ნო არ ჰგავს ჯა­რის ისეთ გე­ნე­რალს, რო­მელ­საც ჯა­რის­კა­ცებ­თან ლა­პა­რა­კი არ სურს. მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად აგიხ­ს­ნას და მა­ში­ნაც კი, რო­ცა გჯე­რა, რომ მწვრთნე­ლი ცდე­ბა, ბო­ლოს აღ­მო­ა­ჩენ, რომ ის მარ­თა­ლი იყო".

"სე­ვი­ლი­ას­თან" მატ­ჩ­ში "ღა­მუ­რებს" ხი­მე­ნე­სი, ორე­ლი­ა­ნა და ვე­ზუ და­აკ­ლ­დე­ბათ, ხო­ლო "სე­ვი­ლი­ას" კა­რი­სო, ნ"ზონზი და პა­რე­ხა არ ეყო­ლე­ბა. ძა­ძას ბო­ლო ტრავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და, ასე რომ, იგი აუცი­ლებ­ლად ითა­მა­შებს ან­და­ლუ­სი­ე­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მარ­თა­ლია, მარ­ჯ­ვე­ნა ფლანგ­ზე ნა­ჩო ვი­დალ­მა აშ­კა­რად გა­ა­მარ­თ­ლა, მაგ­რამ მარ­ტინ მონ­ტოია ბრუნ­დე­ბა და სწო­რედ ექ­ს­ბარ­სე­ლო­ნე­ლი და­ი­კა­ვებს ად­გილს სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. გაბ­რი­ელ პა­უ­ლის­ტას კი ალ­ბათ ისევ ჯე­ი­სონ მუ­რი­ლი­ოს არ­ჩე­ვენ შე­ტე­ვა­ში.

ერ­ნეს­ტო ვალ­ვერ­დე ცამ­დე აიყვანა "ბარ­სას" პრე­ზი­დენ­ტ­მა ბარ­ტო­მე­უმ, რო­მელ­მაც გა­ნაცხა­და, რომ მო­ვი­და ვალ­ვერ­დე, შე­იყ­ვა­რა "კამპ ნოუ" და აქ სიმ­შ­ვი­დე და­ამ­კ­ვიდ­რაო. თა­ვად ბას­კი თავ­კა­ცი კი აცხა­დებს, რომ "ბარ­სას" ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ადაპ­ტა­ცი­ის­თ­ვის დრო დას­ჭირ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვალ­ვერ­დეს "ბარ­სე­ლო­ნა­ში" უთა­მა­შია. ჟორ­დი ალ­ბას მცი­რე ტრავ­მა აქვს, ასე რომ, ლუ­კა დინს ლა ლი­გა­შიც მი­ე­ცე­მა შან­სი (ლი­გა­ზე მან ეს შან­სი ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ი­ყე­ნა). სა­ვა­რა­უ­დოდ, ჟე­რარდ დე­უ­ლო­ფე­უს ად­გილს დე­ნის სუ­ა­რე­სი და­ი­კა­ვებს, ხო­ლო პა­უ­ლი­ნიო ნა­ხე­ვარ­დაც­ვა­ში და­ი­ხევს "მა­ლა­გას­თან" თა­მაშ­ში. "მა­ლა­გას" კი დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რე­სიო არ ეყო­ლე­ბა.

ფაქ­ტე­ბი
  • "ვა­ლენ­სი­ას" ამ­ჟა­მინ­დე­ლი მწვ­რთნე­ლი მარ­სე­ლი­ნო 2011/12 წლე­ბის სე­ზონ­ში "სე­ვი­ლი­ას" წვრთნი­და.
  • "ვა­ლენ­სი­ას" 8 მატ­ჩ­ში 21 გო­ლი აქვს გა­ტა­ნი­ლი, მე­ტი მხო­ლოდ ლი­დე­რი "ბარ­სე­ლო­ნას" ან­გა­რიშ­ზეა.
  • "ვა­ლენ­სი­ამ" ბო­ლო 4 ტურ­ში სულ მცი­რე 3-3 გო­ლი გა­ი­ტა­ნა.
  • "ღა­მუ­რებს" 4-მატ­ჩი­ა­ნი მო­გე­ბა­თა სე­რია აქვთ.
  • "ვალენსია" "მეს­ტა­ლი­ა­ზე" "სე­ვი­ლი­ას­თან" ბო­ლო 6 და­პი­რის­პი­რე­ბაში არ და­მარ­ცხე­ბუ­ლა.
  • "ვა­ლენ­სი­ამ" ბო­ლო სამ ტურ­ში სულ მცი­რე, 2-2 გო­ლი გა­უშ­ვა.
  • "ბარ­სე­ლო­ნამ" ლა ლი­გა­ში ბო­ლო 16 სა­ში­ნაო მატ­ჩი მო­ი­გო.
  • "რე­ა­ლი" ლა ლი­გის ბო­ლო 56 მატ­ჩი­დან 52-ში და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია.
  • "ლას პალ­მას­მა" ლა ლი­გა­ში ბო­ლო 13 მატ­ჩი­დან 11 დათ­მო.
  • ბო­ლო 16 ტუ­რია, რაც "ბარ­სას" შინ სულ მცი­რე, 2-2 გო­ლი გა­აქვს.
  • "მა­ლა­გამ" ვერ გაი­ტა­ნა ბო­ლო 9 ტუ­რი­დან 7-ში და 8-ში და­მარ­ცხ­და.
ლა ლიგა. IX ტური
შაბათი, 21 ოქტომბერი
ლევანტე-ხეტაფე 15:00
ბეტისი-ალავესი 18:15
ვალენსია-სევილია 20:30
ბარსელონა-მალაგა 22:45

კვირა, 22 ოქტომბერი
ვილიარეალი-ლას პალმასი 14:00
სელტა-ატლეტიკო 18:15
ლეგანესი-ბილბაო 20:30
რეალი-ეიბარი 22:45

ორშაბათი, 23 ოქტომბერი
სოსიედადი-ესპანიოლი 22:00
დეპორტივო-ჟირონა 23:00

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული