თუ კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ადგილობრივი პოლიცია უსაფრთხოების მიზნით თამაშის გადატანას მოითხოვს.
კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი ამ ქალაქის მერი იყო და ჟირონელები ესპანეთისგან გამოყოფის მომხრენი არიან.
რეფერენდუმზე კატალონიელებმა ხმა დამოუკიდებლობას მისცეს, მაგრამ მისი ძალაში შესვლა დროებით შეაჩერეს. ესპანეთმა კი ავტონომია გაუუქმა და პირდაპირი მმათველობა დაუწესა.
ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ "ჟირონაში" სტუმრობის არ ეშინია, მხოლოდ თამაშზე ფიქრობენ და იმედია, ექსცესებს ადგილი არ ექნება.