რა მოყვება კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას?

AutoSharing Option
კატალონიის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ესპანეთის მთავრობამ კი კატალონიის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის დათხოვნა გამოაცხადა და ავტონომიაც გაუუქმა, ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ კატალონიის მთავრობისა და დეპუტატების წინააღმდეგ ამბოხების ბრალდებით სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა, აშშ-მ და ევროკავშირმა კი განაცხადეს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობას არ ცნობენ.

ჯერ უცნობია რა შედეგები მოყვება ამ ამბავს კატალონიური გუნდებისთვის. შეგახსენებთ, პრიმერას მე-10 ტურში "ბარსელონა" გასვლაზე "ბილბაოს" ხვდება, "ჟირონა" კი "რეალს" მასპინძლობს.

"ბარსას" ბასკმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ რა თქმა უნდა, სიტუაციის განვითარებას თვალს ადევნებს, თავისი აზრი
გააჩნია, თუმცა უნდა მხოლოდ სპორტზე ილაპარაკოს, რადგან მისი ნათქვამი არაფერს არ შეცვლის, ყველაფერი ყოველ ნახევარ საათში იცვლება და ძნელია განსაზღვრო რა მოხდება.

Sport.es-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ერთ მაგიდასთან ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან მარიანო რახოისთან და კატალონიის პრეზიდენტთან კარლეს პუტჩემონთან რომ იჯდეთ, რას ეტყოდითო, ერნესტომ კითხვითვე უპასუხა, თქვენ რა, გგონიათ, მე მათთან ერთად მაგიდასთან დაჯდომას ვაპირებო?
მკითხველის კომენტარები / 1 /
სეპარატისტები არიან ესპანეთის არმია დაიკავებს კატალონიას დროებით თუ სიტუაცია გართულდება.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული