ჟირონას მერი და კლუბის პრეზიდენტი "რეალთან" მატჩის ექსცესების გარეშე ჩატარების პირობას დებენ

AutoSharing Option
კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო შიშობდნენ, რომ შესაძლოა ადგილობრივი გუნდისა და მადრიდის "რეალი" შეხვედრა არ გამართულიყო, მაგრამ როგორც იუწყებიან, ხვალ მატჩი ჩატარდება.

ჟირონას მერი მარტ მარდენასი და კლუბის პრეზიდენტი დელფი გელი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, სტადიონზე წესრიგს პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები დაიცავენ და ინციდენტები გამორიცხულია.

"ჩვენთან, ბარსელონაში და მთელს კატალონიაში მშვიდობისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. არანაირი პრობლემა არ იქნება",-ამბობს მადრენასი.

"თამაში ჩატარდება. ხალხი "რეალის" ჩამოსვლას და საინტერესო პაექრობას ელის",-აცხადებს გელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული