სენსაცია კატალონიაში - "ჟირონამ" "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის წინ კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო უცნობი იყო საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა "ჟირონასა" და მადრიდის "რეალის" შეხვედრა, მაგრამ ადილობრივმა ხელისუფლებამ მატჩის უსაფრთხოდ გამართვის გარანტია მისცა სტუმართა გუნდს და ბლანკოსი 13 500-იან "ესტადი მუნისიპალ დე მონტილივიზე" თამაშის წინააღმდეგი არ წავიდა.

მატჩის დასაწყისი მასპინძლებს კარგს არაფერს არ უქადდა, ისკომ მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმი "რეალმა" 1:0 მოიგო. შესვენების შემდეგ კი "ჟირონამ" ორი გოლი გაუტანა (კრისტიან სტუანიმ და კრისტიან პორტუმ) კატალონიის პროვინცია ტარაგონაში დაბადებულ გოლკიპერს კიკო კასილიას,
რომელმაც ტრავმირებული კეილორ ნავასი შეცვალა, 2:1 გაიმარჯვა და ნამდვილი სენსაცია მოახდინა.

ამ წაგებით შეწყდა "რეალის" გასვლაზე 13-მატჩიანი გამარჯვების სერია, რაც პრიმერას რეკორდია.

მოკლედ, "სამეფო გუნდი" 20 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერს "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული