ზინედინ ზიდანი: ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-10 ტურში "ჟირონასთან" ნამატჩევს (1:2) მადრიდის რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შემდეგი განაცხადა:

"3 ქულა დავკარგეთ და ლიდერს 8 ქულით ჩამოვრჩებით. თუმცა, ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია. უკეთეს შეხვედრებსაც ჩავატარებთ. კონკურენტები კი ქულებს დაკარგავენ.

არა მგონია, დღეს ცუდად გვეთამაშოს. ცდა არ დაგვიკლია და სწორედ ამიტომ ვარ წაგებით შეშფოთებული. კონცენტრაციის დეფიციტს განვიცდით. ეს გამოსასწორებელია. პირველი გოლი აუტის მოწოდების მერე გავუშვით. იმ მომენტში არ ვიყავით მობილიზებულნი.

ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა ერთნაირად მნიშვნელოვანია. პრიმერაზე არ ვზარმაცობთ. პირიქით, ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა. დიახ,
წავაგეთ, თუმცა გამარჯვების სურვილით აღსავსენი ვართ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
შემთხვევით ვერ მოიგებ პრიმერას და ლიგას. რეალი დიდი გუნდია კარგი მწვრთნელით, თუმცა მე მაინც ბარსას გულშემატკივარი ვარ!
G.A.L.
10:13 30-10-2017
0
ერთი ფრე გააგორეთ სახლში და მერე როგორ იჭიკჭიკებ ვნახოთ, წელს რეალი ვერაფერს იზამს. შარშანდელი წარმატება შემთხვევითი იყო
კლანჭი
00:48 30-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული