სერხიო რამოსი: პიკეს ვახსენებ, რომ მისი მეორე გვარი ბერნაბეუა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ბარსელონას" მცველთან ჟერარ პიკესთან ურთიერთობაზე ისაუბრა:"ჟერარს შესანიშნავი მეორე გვარი აქვს, ბერნაბეუ და ამას ხშირად ვახსენებ. ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცოტა ხნის წინ კი ერთმანეთს საერთოდ არ ვეკონტაქტებოდით.

ახლა კი ერთობლივ გეგმებსა და შვილებზე ვსაუბრობთ ხოლმე. როდესაც ასაკი გემატება, ზოგიერთ რამეს ყურდღებას აღარ აქცევ, ეს დაგვეხმარა ურთიერთობის ნორმალიზებაში. ჩვენ მსოფლიოში ცენტრალური მცველების ერთ-ერთი საუკეთესო ტანდემი ვართ. პიკე ფურია როხაში მუდამ თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და თამაშობდა.

პოლიტიკა პრობლემებს უქმნ
ის ესპანეთის ნაკრებს. კატალონიის მთავრობის მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებაზე უფრო ის მანაღვლებს, რომ ესპანეთის ჰიმნს სიტყვები არა აქვს".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერხიო რამოსი და პიკე ერთობლივი ბიზნესის წამოწყებას აპირებენ.

პიკეს სრული სახელი და გვარია ჟერარ პიკე ბერნაბეუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული