გარეთ ბეილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა გასული თვის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" მიღებული ტრავმა მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

AS-ის ცნობით, ვარჯიშის პირველ ნაწილში დანიელ კარვახალმა და რაფაელ ვარანმაც მიიღეს მონაწილეობა.  არ უვარჯიშიათ მეკარეებს კეილორ ნავასს და ლუკა ზიდანს და ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩს.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს პრიმერას მორიგ ტურში ბლანკოსი "ლას პალმასს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული