სერხი რობერტო და "ბარსელონა" კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, 25 წლის ნახევარმცველს სერხი რობერტოს კი უნდა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ კლუბის მიერ შეთავაზებული ფინანსური პირობები არ აწყობს.

ფეხბურთელი უფრო დიდ ბონუსებს ითხოვს, მხარეებს უნდათ მალე შეთანხმდნენ და მოლაპარაკება გაგრძელდება.

სერხის "ბარსასთან" შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 40 მილიონი ევროა.

რობერტომ ამ სეზონში ლა ლიგას 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული