სუარესი თავისი თამაშით უკმაყოფილოა და "ბარსელონას" კოუტინიოს შეძენას ურჩევს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოსთვის" მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თავის უგოლო სერიაზე და მის გუნდში "ლივერპულის" ნახევარმცველის ფილიპ კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

"მუდამ თვითკრიტიკული ვარ. მიღწეულით არასოდეს არ ვკმაყოფილდები. რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელი მაქვს და ამას გავაკეთებ კიდეც. მთავარია, "ბარსამ" გაიმარჯვოს. ამჟამად გუნდი ჩინებულ ფორმაშია და წარმატებას ჩემი გოლების გარეშე აღწევს.

გოლების გატანა მართებს. ერთი პერიოდი მუხლი მტკიოდა, ახლა კი ფორმაში არა ვარ. ასეთ სიტუაციაში ხშირად უშვებ შეცდომას და ბურთს კარგავ. სწორედ ეს მაწუხებს.

კოუტინიო ასულგრანას უდავოდ გააძლიერებს. ამბიციური ფეხბურთელია,
ჩვენთან თამაში კი ყველას უნდა. პროფესიონალია და ყველას დაუმტკიცა თავისი კლასი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული