ლუის სუარესს ყვითელი ბარათი გაუუქმეს, ჟერარდ პიკეს - არა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-12 ტურში "ლეგანესთან" მატჩში (3:0) მსაჯმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს ლუის სუარესსა და ჟერარდ პიკეს ყვითელი ბარათები უჩვენა და კატალონიურმა კლუბმა არბიტრის გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში გააპროტესტა.

"ბარსას" სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული - სუარესს ყვითელი ბარათი გაუუქმეს, პიკეს კი - არა. ასე რომ, 26 ნოემბერს პრიმერას მორიგ ტურში სუარესი "ვალენსიასთან" ითამაშებს, ხოლო პიკეს იძულებით დასვენება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული