"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა აღიარა, რომ ნეიმარი ენატრება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა "მუნდო დეპორტივოსათვის" მიცემულ ინტერვიუში პსჟ-ში გადასულ თავდამსხმელზე, ნეიმარზე ისაუბრა:

"ნეიმარს დიდ პატივს ვცემ და ჯერ კიდევ მინდა, აქ იყოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, უკან დავაბრუნებდი. მასზე ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან აღარაა. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

იმას, რასაც "ბარსელონაში" იღებ, ვერ მიიღებ ვერცერთ სხვა გუნდსა და სხვა ქალაქში. მენატრება ნეი, მოედანზეც და გასახდელშიც. ვერ გეტყვით, იმავეს განიცდის თუ არა თავად ნეიმარი.

"რეალი"? იმედია, ბლანკოსში არასოდეს ითამაშებს. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული