ფლორენტინო პერესი: ნეიმარს "ოქროს ბურთის" მოგების უკეთესი შანსი მადრიდის ''რეალში'' ექნება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, ნეიმარს "სამეფო კლუბში" გადასვლის შემთხვევაში "ოქროს ბურთის" მოგების უკეთესი შანსი ექნება.

"მადრიდის "რეალი" გაძლევს ყველაფერს იმისათვის, რაც "ოქროს ბურთის" მოსაგებადაა საჭირო. ყველასთვის ცნობილია, რომ მე ნეიმარის შეძენა ადრეც მსურდა. რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, ვფიქრობ, რომ იგი ფეხბურთით ცხოვრობს. ის ალფრედო დი სტეფანოს ნამდვილი მემკვიდრეა.

მას სურს, რომ ყოველთვის პირველი იყოს და ამას აკეთებს არა მარტო საკუთარი ნიჭის წყალობით, არამედ დიდი შრომით. ის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია", – აღნიშნა პერესმა.


მომზადებულია GOAL.COM–ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული