ივან რაკიტიჩი: რონალდოს არ გაუმართლა, რომ მესის ეპოქაში თამაშობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თანაგუნდელები მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ლეო მესი დაახასიათა:

"ჩვენ ტერ შტეგენის კარგი თამაშით გაკვირვებულები არა ვართ. ის უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. "ბარსაში" ის ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობდა.

ყველამ იცის ჩემი აზრი რონალდოზე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არ გაუმართლა, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, მესის ეპოქაში თამაშობს. მსოფლიოში ნომერ პირველი ერთადერთია და ეს მესია".
მკითხველის კომენტარები / 2 /
Oრივეს კი იმაში გაუმართლათ რომ ნამდვილი რონალდოს ეპოქაში არ უთამაშიათ თორემ ვის რამდენი ოქროს ბურთი ექნებოდა მოგებული ვნახავდი მაშინ. ფენომენს ვგულისხმობ რათქმაუნდა.
bacho
10:26 12-12-2017
1
არ გაუმართლა კი არა ავადაა საერთოდ ეგ საცოდავი..
Guardi
05:37 12-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული