ჟერარდ პიკე: როგორც მეგობარი, ნეიმარის გადაწყვეტილების მესმის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ პსჟ-ში ნეიმარის გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ცდილობთ კლუბისთვის ყველაფერი გააკეთოთ და თანაგუნდელებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ. ნეიმართან მართლაც კარგი მეგობრობა გვქონდა. საწყენი იყო, როცა მან კლუბი დატოვა.

როგორც მეგობარი, მისი პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილების მესმის. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობდი მასთან მართალი ვყოფილიყავი. როგორ "ბარსელონას" გულშემატკივარი ნაწყენი ვარ და მესმის, რომ "ბარსას" ზოგი თაყვანისმცემელი იმედგაცრუებული იყო მისი წასვლით. მაგრამ რთულია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ერთ კლუბში თამაშობს.

ვიცი, რომ ნეიმარს "ოქროს ბურთი" უნდა, ამიტომ ვთვლი, ის მართალია, რომ
პარიზში გადაბარგდა, სადაც ის გუნდის მტავარი ფეხბურთელი გახდება", - თქვა პიკემ.

მომზადებულია As-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული