ლა ლიგა. XVI ტური: ელ ნინიოს პირველი, "ბარსა" "ბერნაბეუზე" +11-ით ჩადის [VIDEO]

AutoSharing Option
"რეალმა" პირველად მოიგო წელიწადში 5 ტურნირი, მაგრამ ის აკლდა ლა ლიგას.

სამაგიეროდ, ფერნანდო ტორესმა სეზონში პირველად გაიტანა და "ატლეტიკოც" პირველად გადავიდა მეორე ადგილზე. ჰო კიდევ, პირველად ამ საუკუნეში, მოსაბეზრებელი ბასკური დერბი ვიხილეთ - გოლი არ გასულა.

ატლეტიკო-ალავესი
"ვანდა მეტროპოლიტანოზე" დიეგო სიმეონეს ბიჭები მათთვის დიდებული ამბით გავიდნენ სათამაშოდ. წუთების წინ "ვალენსია" ბასკეთში დაამარცხეს და გამარჯვება "ატლეტიკოს" მეორე ადგილისკენ უკაფავდა გზას.

დიეგო სიმეონემ, ტრადიციულად, 4-4-2-ს მიმართა, წინ კევინ გამეირო და ანტუან გრიზმანი დააყენა, მაგრამ ფრანგული დუეტი ვერას გახდა, დრო გადიოდა და არაფერი
ჩანდა. ნელ-ნელა  სიმეონემ "ატლეტიკოს" შემადგენლობა სუპერშემტევი გახადა, ანხელ კორეა და ფერნანდო ტორესი დაამატა და სწორედ "ელ ნინიომ", როგორც იქნა, გატეხა ნავსი და ხორვატი ვრსალიკოს ჩაწოდებული "ალავესის" კარში გაიტანა. ეს ტორესის პირველი გოლია სეზონში! პირველი, მაგრამ როგორი მნიშვნელოვანი.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "შეცვლებით გუნდი გაძლიერდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც თამაშის გაძლიერება შეუძლიათ. ჩვენ კიდევ შეგვიძლია მომატება. რაც მოხდა ლიგაზე, უკან მოვიტოვეთ. ამბობენ, რომ ტორესს ცოტა დროს ვაძლევ, მაგრამ მე ვზრუნავ გუნდზე და არა კონკრეტულ პიროვნებებზე".


ფაქტები

  • 2003 წლის მერე პირველად ერთმა გუნდმა (ალავესი) ლა ლიგაში 11-ჯერ დაარტყა კარისკენ ისე, რომ ერთიც კი ვერ მოარტყა კარის ჩარჩოში.
  • ამ სეზონში "ატლეტიკომ" ყველაზე მეტი მატჩი მოიგო 1-გოლიანი უპირატესობით - 7.
  • ფერნანდო ტორესის ბოლო 7 გოლის წყალობით, "ატლეტიკომ" ლა ლიგაში 8 ქულა მოიპოვა.
  • ამ მატჩის პირველ ტაიმში "ატლეტიკო" 10-ჯერ დაჯარიმდა, რაც ერთ ტაიმში არასოდეს მომხდარა "ვანდაზე".
  • "ატლეტიკო" ამ სეზონში ლა ლიგაში კვლავ დაუმარცხებელია.
  • დიეგო სიმეონე ლა ლიგაში მოგებებით მწვრთნელთა ტოპ-20-ში შევიდა. მან 145 მატჩი მოიგო. სიას სათავეში ლუის არაგონესი უდგას 344 მოგებით.

"ბარსელონამ" "რეალის" არყოფნით ისარგებლა, "დეპორტივო" იოლად დაამარცხა (4:0) და მომდევნო ტურში "ელ კლასიკოს" 11-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდება.

რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა, თუ კატალონიელები შემდეგ ტურში მადრიდში არ წააგებენ...

"დეპორტივოსთან" დუბლები მიითვალეს ლუის სუარესმა და პაულინიომ, ხოლო ლეო მესიმ პენალტი ვერ გაიტანა. "ბარსას" პირველივე ტაიმში გამოაკლდა პაკო ალკასერი, რომელიც კლასიკოზე ვერ ითამაშებს (ისევე, როგორც ახლახან გამოჯანმრთელებული უსმან დემბელე).


ფაქტები
  • პაულინიოს 6 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა და ნახევარმცველებში მხოლოდ გონსალო გედეშს (ვალენსია) აქვს ამდენი გოლი+პასი სისტემით.
  • 2017 წელს ლა ლიგის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი საგოლე პასი (ყველა შეჯიბრებაში) ლეო მესის აქვს - 15.

"ეიბარი" ყოველთვის კარგია სეზონის პირველ ნახევარში. ახლაც "ვალენსიასთან" გამარჯვებამ ბასკური გუნდი ლიდერებში მოაქცია. 3 ქულას კი გუნდი კატალონიელ ნახევარმცველ ჟოან ჟორდანს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ მას მერე, რაც სანტი მინამ გაათანაბრა, ჟორდანმა თავურით მატჩის ბოლო წუთებზე გამარჯვება მოუტანა გუნდს - 2:1.


დიდ ბასკურ დერბის მოუთმენლად ველოდით, მაგრამ არ გაგვიმართლა - გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, ისევე, როგორც ედუარდო ბერიცოს დაბრუნება ვერ აღნიშნა სათანადოდ "სევილიამ", რომელიც შინ "ლევანტეს" 0:0 დაუზავდა.

ფაქტები
  • 21-ე საუკუნეში პირველად "ბილბაომ" და "რეალ სოსიედადმა" 0:0 ითამაშეს.
  • 2003 წლის მერე პირველად, ბასკურ დერბიში ტაიმში ერთი ზუსტი დარტყმაც არ ყოფილა.
  • "ვილიარეალმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
  • კრისტიან სტუანის (ჟირონა) "ხეტაფეს" კარში 4 გოლი დაუგროვდა.
  • ხონათანა ვიერამ ზედიზედ მეორედ ვერ გაიტანა პენალტი ლა ლიგაში. ეს პირველად მოხდა მის კარიერაში.
ლა ლიგა. XVI ტური
სევილია-ლევანტე 0:0
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო (77. ხესუს ნავასი), კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - განსო (67. ფ. ვასკესი), პისარო, ბანეგა - სარაბია, ბენ იედერი, ხ. კორეა (80. მურიელი)

ბილბაო-სოსიედადი 0:0
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა (70. საბორიტი) - სან ხოსე, მ. რიკო - დე მარკოსი (67. ვილიამსი), რაულ გარსია (80. კორდობა), სუსაეტა - ადურისი
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - იანუზაი (85. ველა), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (70. კანალესი)

ეიბარი-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 ინუი (49), 1:1 მინა (57), 2:1 ჟორდანი (87)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, ვეზუ, გაია (46. ლატორე) - ხილ დე პარეხა (73. გედეში), კონდოგბია, პარეხო, ა. პერეირა (81. ფ. ტორესი) - როდრიგო, მინა

ატლეტიკო-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 ფ. ტორესი (74)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი (69. ფ. ტორესი), თომასი (46. ა. კორეა), გაბი, კოკე - გამეირო (69. ფერეირა-კარასკო), გრიზმანი

ჟირონა-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 სტუანი (5)

სელტა-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 ფორნალსი (34)

ლას პალმასი-ესპანიოლი 2:2
გოლები: 0:1 მორენო (19), 0:2 მორენო (41), 1:2 რემი (80), 2:2 კალერი (89)
გამოუყენებელი პენალტი: ვიერა (94. ლას პალმასი)

ბარსელონა-დეპორტივო 4:0
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (29), 2:0 პაულინიო (41), 3:0 ლ. სუარესი (47), 4:0 პაულინიო (75)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა (81. დინი) - რაკიტიჩი, პაულინიო, ინიესტა (56. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი (23. ა. ვიდალი)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (70)

ლეგანესი-რეალი გადაიდო

ორშაბათი, 18 დეკემბერი
მალაგა-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - იაგო ასპასი (სელტა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); კრისტიან სტუანი (ჟირონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - როდრიგო (ვალენსია).

მომდევნო ტური
19 დეკემბერი: ლევანტე-ლეგანესი;
20 დეკემბერი: ხეტაფე-ლას პალმასი, რეალ სოსიედადი-სევილია;
21 დეკემბერი: ეიბარი-ჟირონა, ალავესი-მალაგა;
22 დეკემბერი: ბეტისი-ბილბაო, ესპანიოლი-ატლეტიკო;
23 დეკემბერი: რეალი-ბარსელონა, ვალენსია-ვილიარეალი, დეპორტივო-სელტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ისე მოხდა, რომ ბარსამ რეალი თავი მოედანზე მიჭირხნა, მაშინ რეალმა კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს :))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული