ლუის სუარესი: პრიმერაში ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის

AutoSharing Option
''ბარსელონას'' ფორვარდმა მიმდინარე პრიმერა დივიზიონში ჩემპიონობის ფავორიტებზე ისაუბრა.

ურუგვაელი შემტევის განცხადებით, პრიმერა დივიზიონის მოგების შანსი 4 გუნდს აქვს.

''წინ კიდევ ძალიან ბევრი შეხვედრა გველის. ''ვალენსია'' და ''ატლეტიკო'' ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურებიან და ტიტულისთვის ეს კლუბებიც იბრძვიან. მადრიდის ''რეალი'' კი ყოველთვის ფავორიტებს შორისაა.

რა თქმა უნდა, ''ბერნაბეუზე'' გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა ბევრი რამ გადაწყვეტს.

''დეპორტივოს'' წინააღმდეგ ჩემი და ასევე მთლიანად კლუბის თამაშით კმაყოფილი ვარ'', - აღნიშნა სუარესმა.

მომზადებულია football-espana-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული