ერნესტო ვალვერდე: ყველანაირი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ელ კლასიკოს" წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

53 წლის სპეციალისტის განცხადებით, ამ შეხვედრაში მისი კლუბი ფავორიტი არაა.

ესპანელის თქმით, "რეალს" ახლა კარგი პერიოდი უდგას.

"ჩვენ ფავორიტები არ ვართ, "რეალი" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ჩვენ ყველაფრისთვის და ყველანაირი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ეს დიდებული თამაში იქნება და ჩვენ მის მოსაგებად გავალთ. გვსურს, რომ ჩვენი დაუმარცხებელი სერია გაგრძელდეს.

ორივე გუნდს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და რამდენიმე ფეხბურთელს მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეუძლია.

ჩვენ თუ გავიმარჯვებთ და წინ 14 ქულით
გავალთ, გადაწყვეტილი მაინც არაფერი იქნება", -  აღნიშნა ვალვერდემ.

მომზადებულია football-espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული