"რეალის" ხელმძღვანელობა მარსელოსა და კარიმ ბენზემას თამაშით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"მარკა" იტყობინება, რომ მიუხედავად ლა ლიგაზე წარუმატებლად ასპარეზობისა, "რეალის" ხელმძღვანელობა მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ნდობას უცხადებს, მაგრამ უკმაყოფილოა თავდამსხმელ კარიმ ბენზემათი. კლუბის წარმომადგენლების და გულშემატკივრების აზრით, მან ბლანკოსში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.

რაც შეეხება მცველ მარსელოს, არც მისი თამაშით არიან აღფრთოვანებულები, თუმცა გუნდიდან გასაშვებად არ ემეტებათ და იმედი აქვთ, რომ ნაახალწლევს ჩვეულ ფორმაში ჩადგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული