კოუტინიო ბარსელონაში სუარესის და მესის მეზობლად იცხოვრებს

AutoSharing Option
"ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადასული ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ოჯახთან ერთად ჯერ სასტუმროში ცხოვრობს, თუმცა იქ დიდხანს გაჩერებას არ აპირებს. მან თქვა, რომ ახალ ქალაქში და გუნდში ადაპტაციაში თავისი ძველი დოსტი ლუის სუარესი ეხმარება, რომლისაც დიდად მადლიერია.

სუარესმა ფილს უკვე შეარჩევინა სახლი ქალაქის პრესტიჟულ რაიონში, სადაც მეზობლად თავად ბინადრობს. ეს სახლი ადრე "ჩელსის" ფეხბურთელს სესკ ფაბრეგასს ეკუთვნოდა, კოუტინიოს ოჯახს ძალიან მოეწონა და მალე გადაბარგდებიან.

სახლი ოთხსართულიანია, 750-კვადრატულმეტრიანი ეზო აქვს და იქვე ახლოს ლეო მესის სახლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული