"რეალმა" უილაჯო თამაშით ნახევარფინალისაკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ლეგანესს" მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ნახევრადსარეზერვო შემადგენლობა დაუპირისპირა და მაინც გაიმარჯვა 1:0.

მატჩის დებიუტი საშუალო ტემპში წარიმართა, გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ, თან უხეშობდნენ და ერთმანეთს არ ინდობდნენ. მოკლედ, პირველი ტაიმი ერთობ უსახური იყო.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთზე მეტოქეს ლორენტემ დაასწრო და კინაღამ ავტოგოლი მიითვალა - მისდა ბედად ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე კასილიამ ბოვიუს დარტყმული მოიგერია და როდესაც ყველას ეგონა შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, ერნანდესის პასით ასენსიომ გოლი გაიტანა.

ერთი სიტყვით, ბლანკოსმა უილაჯო თამაშით
ნახევარფინალისაკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. განმეორებით მატჩი 24 იანვარს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული