ვალვერდემ კოუტინიო შეიძლება ხუთშაბათს "ესპანიოლთან" ათამაშოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულ ნახევარმცველზე ფილიპე კოუტინიოზე იუწყეს, რომ ტრავმის გამო სავარაუდოდ სამი კვირა გაუცდებოდა, მაგრამ მან ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

ფილიპეს თანაგუნდელებიც თბილად შეხვდნენ და მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეც, რომელმაც თქვა, რომ არაა გამორიცხული, ხუთშაბათს ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში "ესპანიოლთან" ათამაშოს.

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში "ბარსა" 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული