"ბარსელონამ" "ბეტისი" გაანადგურა და "ატლეტიკოს" 11 ქულით გაექცა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ბარსელონამ" სევილიაში 5:0 დაამარცხა "ბეტისი" და უახლოესი მდევარი, მადრიდის "ატლეტიკო", რომელმაც სახლში ვერ მოახერხა "ჟირონას" ძლევა (1:1), 11 ქულით ჩამოიტოვა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, საწყისი 15 წუთი ბურთის ფლობა მათ სასარგებლოდ იყო (60/40-ზე), ნანტრაქტევს კი ვითარება კარდინალურად შეიცვალა. მოედანზე გენიალური ლეო მესი გაბატონდა. არგენტინელმა მხოლოდ 59-ე წუთზე რაკიტიჩის გოლში არ მიიღო მონაწილეობა, რომელსაც გადაცემა სუარესმა გაუკეთა, შემდეგ კი ლიონელმა და სუარესმა დუბლი მიითვალეს.

ტრავმა მიიღო ვერმაელენმა და მწვრთნელი ვალვერდე იძულებული იყო მის ნაცვლად ახლახან მწყობრში
ჩამდგარი უმტიტი შეეშვა შეცვლაზე. კიდევ აღსანიშნავია ანდრე გომეშის სუსტი თამაში.

ხუთშაბათს "ბარსა" ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში "ესპანიოლს" მასპინძლობს და არაა გამორიცხული, ამ შეხვედრაში კოუტინიოს დებიუტი შედგეს. შეგახსენებთ, პირველ მატჩში ასულგრანა 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული