ერნესტო ვალვერდე: მატჩის ბედი ლეო მესიმ გადაწყვიტა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ესპანიოლის" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა:

"კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ეს მომეწონა. მთელი გუნდი ქების ღირსია, განსაკუთრებით კი მესი. ლეომ ბურთი დაიჭირა, თამაში თავის თავზე აიღო.

2:0 სახიფათო ანგარიში იყო, მესამე გოლის გატანა გვჭირდებოდა. ვიცოდით მეტოქის მჭიდრო მეურვეობისას როგორ გვეთამაშა. ყველა მეოთხედფინალური შეხვედრები საინტერესოა. ეს ძალიან სპეციფიკური ტურნირია. თუ დამარცხდი, მერე საქმეს ვერ გამოასწორებ.

მოწინააღმდეგემ თავი არ დაზოგა, ბოლომდე იბრძოლა ნახევარფინალში გასასვლელად.

დიდ იმედებს ვამყარებთ კოუტინიოზე. საჯარიმოსთან ძალიან სახიფათოა, რამეთუ
ერთი ერთზე მცველის მოტყუება შეუძლია. კარგად ჩაერთო თამაშში.

რაც შეეხება "რეალს" და მის მწვრთნელ ზიდანს, ჩვენი პროფესია ისეთია, თუ გუნდი იგებს, გაქებენ, თუ არადა - გაკრიტიკებენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული