25 წლის მეკარე "ჯალოროსის" შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა და თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. იგი ასევე ბრაზილიის კლუბ "ინტერნასიონალის" ღირსებასაც იცავდა.
გავრცელებული ცნობით, მისი შეძენა "ლივერპულსაც" სურს, თუმცა ფეხბურთელისთვისაც პრიორიტეტული "რეალში" გადასვლა იქნება. მის გარდა, მადრიდელთა სახელს ტიბო კურტუას და დავიდ დე ხეასაც უკავშირებენ.